English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მურმან ცარციძე
მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა და რეგულირების თავისებურებანი განვითარებულ ქვეყნებში

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.02.MURMAN.TSARTSIDZE

ანოტაცია. მიმდინარე გლობალური კრიზისის პირობებში მოსახლეობის ცხოვრე­ბის დონისა და შრომითი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილე­ბე­ლია მათი შემოსავლების ეფექტიანი სახელმწიფო რეგულირება, სადაც მნიშვნე­ლოვან როლს შრომის ანაზღაურება და მინიმალური ხელფასი ასრულებს. ეს უკანასკნელი განეკუთვნება იმ მინიმალურ სოციალურ სტანდარტს, რომელიც წარ­მო­ადგენს დაქირავებულ მომუშავეთა სოციალური დაცვის გარანტს. მასში პირდაპირ აისახება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სოციალური დაცვის დონე და ხარისხი. ამჟამად მსოფლიოს ქვეყნების 90%-ზე მეტს დადგე­ნილი აქვს მინიმალური ხელფასი საკანონმდებლო წესით. შესაბამისად, მინიმა­ლური ხელფასის პრობლემა, მისი განსაზღვრა და რეგულირება განვითარებული ქვეყნების სამთავრობო და პროფკავშირული ორგანიზაციების მუდმივი ყურად­ღების ცენტრშია.

ნაშრომში წარმოდგენილია მინიმალური ხელფასის განსაზღვრის, სახელმწიფო რეგულირების თავისებურებების შეფასება განვითარებულ ქვეყნებში. განხილუ­ლია მისი დონისა და დინამიკის ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მის საკანონმდებლო რეგულირებას, შრომის ანაზღაურების მინიმალური დონის დაწესებისას მისი დადებითი და უარყოფითი მომენტების შეფასებას. კვლევის ძირითადი შედეგები განზოგადოებულია ნაშრომის დასკვნით ნაწილში.

საკვანძო სიტყვები: მინიმალური ხელფასი, შრომის ანაზღაურება, სახელმწიფო რეგულირება, სოციალური პოლიტიკა.

შესავალი

მიმდინარე გლობალური კრიზისის პირობებში მოსახლეობის ეფექტიანი დასა­ქმების, ცხოვრების დონისა და შრომითი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უდიდესი მნიშველობა აქვს შემოსავლების ეფექტიანი სახელმწიფო რეგუ­ლი­რების პოლიტიკის რეალიზაციას. როგორც საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილება, პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ მხრივ უდიდესი ყურადღება ექცევა ხელფასის სახელმწიფო რეგულირებას. კერძოდ, ეკონომიკის კერძო სექ­ტორ­ში იგი ხორციელდება სოციალური პარტნიორობის გზით. ხოლო მთლიანო­ბაში იგი შენარჩუნებულია შემდეგი ძირითადი მიმართულებით: ხელფასის გარან­ტი­რებული მინიმუმის (მინიმალური ხელფასი) დადგენა; ხელფასზე და სხვა შემოსავლებზე საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება; ფასების ზრდის, ინფლა­ციის პირობებში, შემოსავლების კომპენსაცია-ინდექსაციის ან სხვა ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და რეალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ხელფასის რეა­ლური შინაარსისა და როლის ამაღლებას; სახელმწიფო სექტორში ხელფასის პირ­და­პირი რეგულირება; პირდაპირი სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედვე­ლობის შემოღება ხელფასის სრულ და დადგენილ ვადებში გადახდის თაობაზე, ხელფასის სრული სახელმწიფო გარანტიების რეალიზაციის თაობაზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის სოციალური ქარტიის სამარ­თლე­ბრივი აქტების, ცალკეული საკანონმდებლო დოკუმენტების მიხედვით განსა­ზღვრულია ყველა დონისა და კატეგორიის მომუშავეთა სოციალური უფლებები. ძირითადი დებულებები მოიცავს შრომის ანაზღაურებისა და სოციალური დაცვის სისტემის ორგანიზაციულ საფუძვლებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მინიმალური ხელფასის საკანონმდებლო რეგულირების პრაქტიკას. იგი იწყება 1896 წლიდან ავსტრალიაში, სადაც მეწარმეებმა შექმნეს საბჭოები, ხელფასის საკითხებთან დაკავშირებით. მათ ქონდათ უფლებამოსილება დაედგინათ სამარ­თლი­ანი მინიმალური ხელფასები ყველა დარგისათვის. შემდეგ ეტაპზე მინიმა­ლური ხელფასის შესახებ კანონები მიღებულ იქნა დიდ ბრიტანეთში (1909 წელი), საფრანგეთში (1915 წელი), ავსტრიაში (1918 წელი), გერმანიაში (1923 წელი) და ევროპის სხვა ქვეყნებში (Войтенкова, 1993:84-85). ევროპის ქვეყნებში მინიმალური ხელფასის დადგენის პროცედურა ხასიათდება გარკვეული ეროვნული თავისებუ­რებებით. ცალკეულ ქვეყნებში მინიმალური ხელფასი დგინდება საკანონმდებლო ორგანოების მიერ. ისეთ ქვეყნებში კი როგორიცაა ნიდერლანდები, დგინდება შრომის ანაზღაურების მინიმუმი პროფესიებისა და ეკონომიკის დარგების მიხე­დვით. თანამედროვე პირობებში საერთო სახელმწიფოებრივი მინიმალური ხელ­ფა­სი დადგენილია ბევრ ქვეყანაში. კერძოდ, სხადასხვა პერიოდში შსო-ს წევრი ქვეყნების[1] 90%-ზე მეტმა დაადგინა ერთი ან მეტი მინიმალური ხელფასი შესა­ბამისი კანონმდებლობით ან სავალდებულო კოლექტიური ხელშეკრულებებით. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანაში მინიმალური ხელფასი მოიცავს დასაქმებულთა უმრავლესობას ან ექვემდებარება რეგულარულ განხილვას (www.ilo.org/).მაშასა­დამე ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით მინიმალური ხელფასის განსა­ზღვრის პრაქტიკა სხვადასხვაგვარია: საკანონმდებლო-სამართლებრივი გზით; რეგულირება სამმხრივი კოლექტიური შეთანხმების საფუძველზე, "ტრიპარტიზ­მის” პრინციპების გამოყენებით; რეგულირება სახელმწიფო ხელისუფლების აღმა­სრულებელი ორგანოების მიერ. ზემოაღნიშნულის მიუხედავათ, მინიმალური ხელფასი საკანონმდებლო წესით არ არის დადგენილი ყველა ქვეყანაში. მაგალი­თად, შვედეთსა და ფინეთში. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თვით ტერმინი "მინიმალური ხელფასი" დასავლეთის ქვეყნებში სხვადასხვა მოდი­ფი­კა­ციებში განიმარტება, როგორც მოსახლეობის ერთგვარი სოციალური გარა­ნ­ტის ფორმა. ზოგადი გამარტებით მინიმალური ხელფასი არის შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ღირებულების ქვედა ზღვარი, რომელიც შეესაბამება ჯანმრთელო­ბისათვის ნორმალურ პირობებში შესასრულებელი ნაკლებად რთული (მარტივი) სამუშაოს შრომის ანაზღაურებას. თეორიული პოზიციებიდან მინიმა­ლური ხელფასის სიდიდე უნდა იყოს საკმარისი ერთი მომუშავის მინიმალურად აუცი­ლე­ბელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის. მაშასადამე, მინიმალუ­რი ხელფასის ეკონომიკური არსი მდგომარეობს მომუშავის მიერ მწარმოებლური შრომის უნარის შენარჩუნებასა და სამუშაო ძალის ნორმალურ კვლავწარმოებაში. ხოლო შრომის ბაზრის სუბიექტების ინტერესების გათვალისწინებით ვხვდებით სხვა საყურადღებო განმარტებასაც, რომლის შესაბამისად „მინიმალური ხელფასი არის მომუშავის შრომის ანაზღაურების მინიმალური დონე დროის ერთეულში (საათი, დღე, თვე ან კვირა), რომელიც დამსაქმებელს შეუძლია გადაიხადოს, ხოლო დასაქმებულს, თავის მხრივ, შეუძლია ლეგალურად, კანონიერად გაყიდოს თავისი შრომა“ (https://visasam.ru/, 2022). 

მინიმალური ხელფასის რეგულირების თავისებურებანი და კანონმდებლობა განვითარებულ ქვეყნებში

განვითარებულ ქვეყნებსა და განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყა­ნაში შრომის ანაზღაურებასა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული პრო­ბლე­მების გადაწყვეტისას წარმოებს მოლოპარაკებები  სხვადასხვა დონეზე (იხ. ცხრილი-1).

ცხრილი 1. მოლაპარაკებების სისტემა და დონეები შრომის ანაზღაურებასა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტისას ევროპის ქვეყნებში[2]

ქვეყანა

დარგთაშორისი

დარგობრივი

კომპანიის დონეზე

ბელგია

XXX

X

X

საფრანგეთი

-

XX

XX

გერმანია

-

XXX

X

იტალია

-

XXX

X

ლუქსემბურგი

-

XX

XX

ჰოლანდია

X

XXX

X

ესპანეთი

X

XXX

X

შვეცია

-

XXX

X

დიდი ბრიტანეთი

-

XX

XXX

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებისა და ლიტერატურული წყაროების გამოყენების საფუძველზე (http://trudsud.ru/). 

უფრო მეტიც, მინიმალური ხელფასის პრობლემა, მისი განსაზღვრა და რეგული­რება განვითარებული ქვეყნების სამთავრობო და პროფკავშირული ორგანიზა­ციების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (შსო) არაერთხელ განიხილა და მიიღო კონვენციები და რეკომენდაციები დაქირა­ვებულ მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაში მინიმალური გარანტიების შესახებ. ამ კუთხით ყველაზე სრულყოფილია შსო-ს N131-ე კონვენცია "მინიმალური ხელფა­სის დადგენის შესახებ განვითარებადი ქვეყნების განსაკუთრებული მონაწილეო­ბით", რომელიც ძალაში შევიდა 1972 წლის 29 აპრილიდან (Convention C131, ilo.org). კონვენციის პირველი მუხლის შესაბამისად შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის თითოეული წევრი ვალდებულია შემოიღოს მინიმალური ხელფა­სის დადგენის სისტემა, რომელიც მოიცავს დაქირავებულ მომუშავეთა ყველა ჯგუფს, შრომის პირო­ბებს და სხვა. კონვენციაში ხაზგასმულია აგრეთვე, რომ ეს საკითხები წყდება მეწარმეთა ორგანიზაციებისა და მშრომელთა დაინტერესებულ წარმომადგენლებ­თან შეთანხმებით.

მინიმალური ხელფასის კონკრეტული სიდიდე ეროვნულ დონეზე დგინდება ქვეყნის შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ცალკეულ დარგში ან რეგიონ­ში კი იგი დგინდება მეწარმეთა კავშირებსა და პროფკავშირების წარმომადგენ­ლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად და ასახვას პოულობს მათ შორის გაფორ­მებულ ხელშეკრულებებში. შსო-ს მიერ მიღებულ კონვენციასთან ერთად N135-ე რეკომენდაციით განსაზღვრულია, რომ მინიმალური ხელფასის დადგენის მიზანი უნდა იყოს დაქირავებულ მომუშავეთა სოციალური დაცვის გარანტია (Reco­­mmen­da­tion R135, ilo.org). მინიმალური ხელფასის განსაზღვრისას გაითვალის­წი­ნება შემდეგი ძირითადი ფაქტორები: მომუშავეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნილებები; ქვეყანაში ხელფასის საერთო დონე; ცხოვრების ღირებულება და მისი ცვლილება; ეკონომიკური განვითარების ფაქტორები; შრომის მწარმოე­ბლურობის დონე და დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევისა და შენარჩუნების სურვილი. გარდა ზემოაღნიშნულისა ევროპის განვითარებული ქვეყნები მინიმა­ლური ხელფასის დონის დადგენისას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ ეკონო­მიკური განვითარების საერთო პროცესზე მოქმედ ისეთ მნიშვნელოვან მაჩვენებ­ლებს, როგორიცაა: სოციალური გარანტიების დონე, ინფლაცია, დასაქმების დონე და ხარისხი, საარსებო მინიმუმი (იხ. ცხრილი-2).

თანამედროვე განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში მინიმალური ხელფასი დგინდება მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის, საარსებო მინიმუმის ან მინიმალური და საშუალო ხელფასების ურთიერთშესაბამისობის დადგენის გზით. 

ცხრილი-2. მინიმალურიხელფასისდონისგანმსაზღვრელიფაქტორებიევროპისსხვადასხვა ქვეყნებში

 

 

 

 

ქვეყანა

ხეფასის დონე

სოციალური გარან-ტიების დონე

საარსებო

მინიმუმი

ინფლაცია

დასაქმება

ეკონომიკური

სიტუაცია

შრეომის მწარმო-

ებლურობა

კრიტერიუმის

გარეშე

ავსტრია

 

 

 

 

 

 

 

X

ბელგია

 

 

 

X

 

 

 

 

ბულგარეთი

X

X

X

X

X

X

X

 

კვიპროსი

X

 

 

 

 

 

 

 

ჩეხეთი

 

 

 

X

 

 

 

 

ესტონეთი

X

 

 

X

X

 

X

 

ფინლანდია

 

 

 

X

X

X

 

 

საფრანგეთი

X

 

X

X

 

X

 

 

გერმანია

 

 

 

 

 

 

 

X

საბერძნეთი

 

 

 

 

 

 

 

X

უნგრეთი

X

X

X

X

X

X

X

 

ისლანდია

 

 

 

 

 

 

 

X

ირლანდია

X

 

 

X

X

X

 

 

იტალია

 

 

 

X

 

 

 

 

ლატვია

X

 

 

 

 

 

 

 

ლიტვა

X

 

X

X

X

X

X

 

ლუქსემბურგი

X

 

 

X

 

X

 

 

მალტა

 

 

 

X

 

 

 

 

ნიდერლანდები

X

X

 

 

X

 

 

 

პოლონეთი

X

 

 

X

X

X

X

 

პორტუგალია

 

 

X

X

 

X

X

 

ისლანდია

X

 

 

 

X

X

X

 

შვეიცარია

 

 

 

 

 

 

 

X

დიდიბრიტანეთი

 

 

 

 

 

X

 

 

რუსეთი

X

 

X

 

 

 

 

 

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებისა და ლიტერატურული წყაროების გამოყენების საფუძველზე. Цветков В. А. Елисеев Д. О. https://cyberleninka.ru/article/n/ osobennosti-regulirovaniya-oplaty-truda-evropeyskiy-opyt-i-rossiyskie-realii/viewer. 

თუმცა, პოლიტიკური დებატები უფრო მეტად იმართება არა მინიმალური ხელ­ფასის დადგენის მიზანშეწონილობაზე, არამედ იმაზე თუ როგორ უნდა იქნას მიღწეული აღნიშნული მექანიზმის ეფექტიანობა. ამისთვის აუცილებელია, რომ კეიტცის ინდექსი[3] (Kaitz index) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდა­ციების მიხედვით უნდა იყოს 50%-ი, ევროკავშირის რეკომენდაციით კი-60%-ი. ევროსაბჭოს სოციალური უფლებების კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ თანაფარდობა მინიმალურ და მედიანურ ხელფასს შორის არ უნდა იყოს 60%-ზე დაბალი. მხო­ლოდ ზოგიერთ შემთხვევაშია დასაშვები მისი 50%-მდე შემცირება. მაგალითად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ნიდერლანდებში, დანიაში, გერმანიაში, ბელგიაში მინიმალური ხელფასი შეადგენს საშუალო ხელ­ფა­სის 50%-ს, აღნიშნული შესაბამისობა საფრანგეთში 60%-ია (Роик, 2005:55).ხო­ლო კეიტცის ინდექსი რუსეთში 2021 წლის მაისის მდგომარეობით დაახლოებით 23.9%-იყო (wikipedia.org).

ბევრ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი ძირითადად იანგარიშება რეალური მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის, სარსებო მინიმუმის საფუძველზე. ამი­ტომ, შეიძლება ითქვას, რომ მინიმალური ხელფასი შრომის ანაზღაურების დადგე­ნილი მინიმალური დონეა საათში, დღეში, თვეში. მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მიხედვით მისი სიდიდე მნიშვნელოვნადაა განსხვა­ვებული. ჩვენს მიერ წარმოდგენილია მსოფლიოს 102 ქვეყნის რეიტინგი თვიური მინიმალური ხელფასის მიხედვით (იხ. ცხრილი-3), სადაც ლიდერობენ შვეიცარია, ლუქსემბურგი, ავსტრალია, დანია, მონაკო და სხვა ქვეყნები. მინიმალური ხელფასის ყველაზე დაბალი დონით კი გამოირჩევიან შემდეგი ქვეყნები: მოლდოვა, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, კუბა, საქართველო, ვენესუელა. განვითარებულ ქვეყნებში ყურადღება ექცევა არა მარტო მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, არამედ მის პერიოდულ გადახედვას, კორექტირებას ცხოვრების ღირებულების დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. მისი სიდიდე 2022 წლის ივლისის მდგომარეობით წინა წელთან შედარებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პოსტკომუნისტურ ქვეყნებშიც გაიზარდა.  

ცხრილი-3. მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი თვიური მინიმალური ხელფასის ოდენობის მიხედვით 2022 წელს აშშ დოლარზე გაანგარიშებით

რეიტინგი

ქვეყანა

მინიმალური ხელფასი

რეიტინგი

ქვეყანა

მინიმალური ხელფასი

რეიტინგი

ქვეყანა

მინიმალური ხელფასი

1

შვეიცარია

3424.1

35

თურქეთი

535.4

69

ალბანეთი

216.0

2

ლუქსემბურგი

2396.9

36

უნგრეთი

533.2

70

ქუვეითი

213.8

3

ავსტრალია

2389.9

37

ლატვია

515.7

71

სალვადორი

197.6

4

დანია

2180.5

38

რუმინეთი

488.2

72

ტუნისი

172.6

5

მონაკო

2066.4

39

ხორვატია

479.9

73

დომინიკანა

170.9

6

ირლანდია

1895.6

40

ლიტვა

479.7

74

რუსეთი

170.1

7

ბელგია

1874.0

41

კოსტა რიკა

460.4

75

კენია

158.4

8

ახალი ზელანდია

1868.3

42

ჩილე

448.6

76

სომხეთი

153.1

9

ნიდერლანდები

1865.1

43

ურუგვაი

408.3

77

ბელორუსია

150.3

10

გერმანია

1778.6

44

პანამა

366.1

78

მავრიკია

147.1

11

 ბრიტანეთი

1723.6

45

პარაგვაი

340.7

79

ნიკარაგუა

145.0

12

იზრაელი

1528.7

46

ტობაგო

337.6

80

ვიეტნამი

145.0

13

საფრანგეთი

1472.1

47

ლივანი

330/3

81

უკრაინა

141.9

14

სამხრეთ კორეა

1468.9

48

სერბია

329.3

82

ინდონეზია

137.8

15

კანადა

1467.9

49

ჰონდურასი

327.3

83

მექსიკა

136.7

16

იაპონია

1192.8

50

ბელიზი

322.2

84

ნიგერია

115.9

17

ანდორრა

1184.8

51

ირანი

319.0

85

ეგვიპტე

110.2

18

აშშ

1160.0

52

ეკვადორი

318.0

86

მავრიტანია

106.4

19

ესპანეთი

1029.7

53

ბულგარეთი

312.7

87

პაკისტანი

102.7

20

სლოვენია

1010.8

54

არგენტინა

306.0

88

ბოტსვანა

100.2

21

კიპრი

917.1

55

ჩერნოგორია

303.6

89

ყაზახეთი

94.2

22

მალტა

896.5

56

გვატემალა

302.7

90

ნეპალი

91.2

23

ომანი

845.3

57

ფილიპინები

295.1

91

აერბაიჯანი

75.5

24

ჰონკონგი

821.9

58

მალაიზია

294.4

92

განა

75.1

25

საბერძნეთი

820.0

59

ბოლივია

291.6

93

ბანგლადეში

66.4

26

პორტუგალია

811.5

60

ბრაზილია

278.4

94

ინდოეთი

54.5

27

არაბეთი

800.0

61

მოროკკო

277.6

95

შრილანკა

52.0

28

ბახრეინი

797.9

62

კოლუმბია

262.9

96

მოლდოვა

50.1

29

ბაჰამა

693.0

63

ტაილანდი

255.0

97

ტაჯიკეთი

31.0

30

ტაივანი

655.7

64

იუარი

254.3

98

უზბეკეთი

24.3

31

ესტონეთი

617.7

65

პერუ

253.6

99

ყირგიზეთი

17.5

32

პოლონეთი

603.2

66

მალდივი

242.4

100

კუბა

12.0

33

სლოვაკეთი

575.7

67

ალჟირი

230.5

101

საქართველო

11.5

34

ჩეხეთი

573.0

68

ჩინეთი

224.7

102

ვენესუელა

5.5

წყარო:შედგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებისა და ლიტერატურული წყაროების გამოყენების საფუძველზე. https://visasam.ru/, 2022. 

მაგალითად, აზერბაიჯანში 37.7%-ით, არგენტინაში 37.1%-ით, მექსიკაში 20.0%-ით, ჩილეში 18.0%-ით, თურქეთში 15.1%-ით, პოლონეთში 14.9%-ით, ბელორუ­სიაში 13.6%-ით, უკრაინაში 13.2%-ით, საბერძნეთში 10.9%-ით, ლიტვაში 7.6%-ით, რუსეთში 7.5%-ით და ა.შ (https://ru-geld.de/salary/europe.html, 2022). ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წლის მდგომარეობით იგი საშუალოდ ფედერალურ დონეზე 7.25 აშშ დოლარს შეადგენს საათში (thebalancecareers.com, 2022), რომელიც ზოგიერთი შტატის მიხედვით შედარებით კიდევ უფრო მაღალია (dol.gov, 2022). 

ცხრილი-4. მინიმალური ხელფასის დინამიკა საქართველოში 1995-2022 წლებში

 

წლები

მინიმალური ხელფასი (ლარი)

მინიმალური ხელფასის დაგენის საფუძველი

1995 ნოემბერი

3.5

შრომის კოდექსი

1996 დეკემბერი

12.0

შრომის კოდექსი

1997 აგვისტო

15.0

შრომის კოდექსი

1998 სექტემბერი

18.0

შრომის კოდექსი

1999 ივნისი

20.0

ბრძანებულება N351, 1999; ბრძანებულებ N767, 2006

2005 იანვარი

115.0

ბრძანებულება N43, 2005

2007 ნოემბერი

135.0

ბრძანებულება N661, 2007

2022 დეკემბერი

507.0 (≥2*სმ)[4]

კანონი N6819, 2020 „დასაქმების ხელშეყობის შესახებ“

წყარო: შედგენილია ავტორის მიერ ცხრილში მითითებული სხვადასვა საკანონმდებლო-ნორმა­ტიუ­ლი აქტების გამოყენებით.

რაც შეეხება საქართველოს ბოლო 25-26 წლის განმავლობაში მინიმალური  ხელფა­სის დონე, რომელიც განისაზღვრებოდა ცალკეულ პერიოდში სხვადასხვა საკანონ­მდე­ბლო აქტების შესაბამისად, დღესაც საკმაოდ დაბალია (იხ. ცხრილი-4). უფრო მეტიც, მისი განსაზღვრისა და რეგულირების მექანიზმი ქვეყანაში დღემდე არ არსებობს, რაც პირველ რიგში შესაბამისი კანონმდებლობის შექმნას საჭიროებს.

ეკონომიკური განვითარების თავისებურებებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ცალკეულ ქვეყნებში ხშირად იცვლება მიდგომა თვით მინიმალური ხელფასის განსაზღვრასა და მის საკანონმდებლო რეგულირებასთან დაკავშირებით. მაგალითად, 2022 წლის 1 იანვრიდან რუსეთში ფედერალური მი­ნი­მალური ხელფასი 13890 რუბლით (საშუალოდ 184 აშშ დოლარის ექვივალენტი) განისაზღვრა. ამ უკანასკნელის სიდიდე გაანგარიშებულ იქნა მედიანური ხელფასის მიმართ და არა საარსებო მინიმუმის საფუძველზე, როგორც ადრე ხდებოდა. კერძოდ, 2021 წლის 1 იანვრიდან საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის გამოთვლის ახალი პროცედურა შემუშავდა, რომლის მიხედვითაც მინიმალური ხელფასი დამოკიდებულია წინა წლის მედიანურ ხელფასზე და მედიანურ შემოსავალზე[5]. კერძოდ, მისი სიდიდე აღნიშნული პერიოდისათვის შეადგენს როსსტატის მიერ გამოთვლილი მედიანური ხელფასის 42.0%-ს. კანონის მიხედვით მინიმალური ხელფასის ზომა არ შეიძლება იყოს შრომისუნარიანი მოსახლეობის საარსებო მინიმუმზე ნაკლები მომავალი წლისთვის (kontur.ru).

მინიმალური ხელფასი დგინდება როგორც კანონმდებლობით, ისე არაფორმა­ლურად. მაგალითად, სატარიფო შეთანხმებების საფუძველზე პროფკავშირებსა და დამსაქმებლებს შორის დარგობრივი შეთანხმებების ხელმოწერის გზით. განვითა­რებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში მეწარმეები და პროფკავშირების წარმო­მადგენლები მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე წყვეტენ ხელფასის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას. ხოლო პროფკავ­შირებში გაუწევრიანებელი მომუშავეები სახელმწიფოს მხრიდან დაცულნი არიან საკანონმდებლო წესით, შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის ღირებულების ქვედა ზღვარის-მინიმალური ხელფასის დადგენის გზით. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკაში აღნიშნულ ზღვარს წარმოადგენს მინიმალური სამომხმარებლო ბიუ­ჯეტი, რომელიც ასევე ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს საარსებო მინიმუმის განსაზღვრის საფუძველსაც. თუმცა განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებულია სამომხმარებლო ბიუჯეტების სხვა ფორმებიც. კერძოდ, რაციონალური და ელიტარული სამომხმარებლო ბიუჯეტი (cyberleninka.ru) (იხ. სქემა-1).

სქემა-1. სამომხმარებლო ბიუჯეტების სისტემა საერთაშორისო პრაქტიკაში

 

საარსებომინიმუმი (LW) არის სამომხმარებლო კალათის (კვების პროდუქტე-ბის, არასასურსათო პროდუქტებისა და მომსახურების მინიმალური ნაკრები, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მისი სიცოცხლის უზრუნველსაყოფად) ღირებულებითი შეფასება, აგრეთვე სავალდე-ბულო გადასახადები და მოსაკრებლები, მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ჯგუფების მიერ მათზე გაწეული დანახარჯების წილის შესაბამისად. საარსებო მინიმუმი ორიენტირებულია ფიზიკურ არსებობაზე და პიროვნების ჯანმრთელო-ბის შენარჩუნებაზე. იგი გამოიყენება როგორც ერთგვარი სოციალური ნორმატივი, ორიენტირი განსაზღვრულ პერიოდებში. მაგალითად, ეკონომიკური კრიზისის, ან მისი დაძლევის პერიოდში.

მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტი (MPB) არის საქონლისა და მომსახუ-რების ღირებულებითი შეფასება, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ დონეზე ადამიანთა ძირითადი მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყო-ფილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ნორმალურ სასიცო­ც­ხლო პირობებს და  შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაო ძალის ნორმალურ კვლავწარმოებას. საარსებო მინიმუმისგან განსხვავებით, მინიმალური სამომხმა­რებლო ბიუჯეტი (მსბ) ითვალისწინებს მთელი რიგი სულიერი საჭიროებების, მოთხოვნილებების ხარჯებს, მოიცავს კვების პროდუქტების უფრო რაციონალურ ნაკრებს, მომსახურების უფრო ფართო სპექტრს, ითვალისწინებს არასასურსათო საქონლის სასიცოცხლო ციკლის უფრო ხანმოკლე პერიოდს.

       რაციონალური სამომხმარებლო ბიუჯეტი (RPB), ან მაღალი შემოსავლის მქონე ბიუჯეტი, წარმოადგენს საქონლისა და მომსახურების მოხმარების სტრუქტურისა და შემადგენლობის ღირებულებით შეფასებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამია­ნის გონივრული ფიზიოლოგიური, სულიერი და სოციალური საჭიროებების, მოთხოვნილებების  სრულ დაკმაყოფილებას მეცნიერულად დასაბუთებული რაცი­ო­ნა­ლური ნორმების შესაბამისად.

ელიტური სამომხმარებლო ბიუჯეტი (EPB) ახასიათებს მაღალი და ზემაღალი შემოსავლის მქონე პირთა მოხმარების დონესა და სტრუქტურას.

აღნიშნული კლასიფიკაციიდან გამომდინარე, საინტერესოა სხვადასხვა ქვეყ­ნების სამომხმარებლო ბიუჯეტის სტრუქტურის განხილვა.  მაგალითად, შეერთე­ბულ შტატებში, მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანაში საშუალოდ ერთ სულზე სამომხმარებლო ხარჯები წელიწადში 27000 ევროს შეადგენს. მათგან, ფულის მხოლოდ მცირე ნაწილი იხარჯება საკვებსა და გამაგრილებელ სასმე­ლებზე (6.8%). გარდა ამისა, ამერიკელები ნაკლებად ხარჯავენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (3.4%). ჯანმრთელობის დაცვის ხარჯები, ძირითადად, კერძო კომპანიების მიერ მოწოდებული მომსახურების შესაბამისად, ამერიკული ოჯახის ბიუჯეტის თითქმის მეოთხედს შეადგენს. ამავდროულად, ამერიკელები ტრადი­ცი­უ­ლად ბევრს ხარჯავენ დასვენებასა და გართობაზე (ბიუჯეტის 9.0%). საინტე­რესოა, რომ დიდი დეპრესიის დროსაც გასართობად დახარჯული თანხა დიდი იყო და ოჯახის ბიუჯეტის 5.4%-ს შეადგენდა (/www.the-village.ru/). აშშ-ში სამო­მხმა­რებლო კალათა მუშავდება ე. წ. გელლერის ბიუჯეტის სქემის მიხედვით. რომელიც არის საშუალო ოთხკაციანი ოჯახის ბიუჯეტი (ქმარი, ცოლი, ვაჟი 13 წლის, ქალიშვილი 8 წლის). მასში ჩაირთვება საქონელისა და მომსახურების ტიპიური კომპლექტი (რაოდენობა და ხარისხი სტანდარტულია), რომელიც საზო­გადოების თვალსაზრისით აუცილებელია ნორმალური ცხოვრებისათვის. მისი ღირებულება გამოითვლება მიმდინარე წლის საბაზრო ფასებით. გელლერის ბიუჯეტის სტრუქტურის მიხედვით კვების პროდუქტები არ უნდა აღემატებოდეს "კალათის” ღირებულების 30.0%-ს, არასასურსათო საქონელი 47.0%-ს (მათ შორის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი 20.0%; ავეჯი და კულტსაქონელი 18.0%; სხვა ფასეულობები 9.0%), დანარჩენი საქონელი და მომსახურება 23.0%-ს (for-ua.com).

იაპონიში წლიური სამომხმარებლო ხარჯების სიდიდე ერთ სულ მოსახლეზე 21000 ევროს შეადგენს. იაპონელთა სამომხმარებლო ქცევა, დიდი ხნის განმავლო-ბაში, მკვეთრად განსხვავდებოდა ევროპულიდან. მათ ყველაზე მაღალი ხარჯები აქვთ საწვავზე, საბინაო და კომუნალური მომსახურებაზე, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაა. ამავე დროს, იაპონელები მეორე ადგილზე იყვნენ დასვენებისა და კულტურის ხარჯების წილის თვალსაზრისით (9.2%). კვებაზე ხარჯები საშუალოდ 13.7%-ი, ხოლო ჯანდაცვაზე 4.6%-ია. ევროკავშირის ქვეყნების მიხედვით საშუა­ლო სამომხმარებლო ხარჯები ერთ სულზე წელიწადში 15000 ევროს შეადგენს. ზოგადად, შეიძლება აღინიშნოს, რომ საკვების ხარჯები აქ საკმაოდ დაბალია და 12.3%-ს შეადგენს. დასვენებისა და კულტურის ხარჯები კი  საკმაოდ მაღალია (8.6%), რაც დამახასიათებელია განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისათვის. ევროპელები თავიანთი ბიუჯეტის მეოთხედს ხარჯავენ საცხოვ­რე­ბლის, საწვავისა და კომუნალური გადასახადებისთვის და ამ კატეგორიის წილი ზრდის ტენდენციით ხასიათდება (https://www.the-village.ru/). ალკოჰოლურ სამე­ლებ­ზე, თამბაქოსა და ნარკოტიკებზე კი 8.3% იხარჯება, ტანსაცმელსა და ფეხსა­ცმელზე 9.2%, ჯანდაცვაზე 3.7%, დასვენებასა და კულტურულ ღონისძიებებზე 5.2%. ჯანდაცვის ხარჯების კუთხით მსოფლიოში ლიდერობს ამერიკის შეერთე­ბული შტატები (20.9%), ხოლო აუტსაიდერის როლში საუდის არაბეთია (1.7%). კვებისა და უალკოჰოლო სასმელების კუთხით ყველაზე მაღალი ხარჯები აქვს რუსეთს (30.7%), ხოლო ყველაზე დაბალი წილი აშშ-ში (6.8%). ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენაზე ხარჯების კუთხით ლიდერობს რუსეთი (9.2%), ხოლო მისი ხვედრითი წილი ყველაზე დაბალი მექსიკაშია (3.0%). დასვენე­ბისა და კულტურის სფეროში ხარჯების წილის შესაბამისად პირ­ველ ადგილზეა ნიდერლანდები (10.9%), ხოლო ბოლო ადგილზე ინდოეთი (1.5%). წლიური სამომხმარებლო ბიუჯეტის სტრუქტურაში ალკოჰოლური სასმელების, თამ­ბა­ქოს ნაწარმისა და ნარკოტიკების მოხმარების დონე ყველაზე მაღალია ესტონეთში 8.6%, ხოლო ყველაზე დაბალი საუდის არაბეთში 0.5% (https://www.the-village.ru/).

ცხრილი-5. სამომხმარებლო კალათის სტრუქტურაგანვითარებულქვეყნებში

N

დასახელება

რუსეთი

გერმანია

აშშ

დიდი ბრიტანეთი

1ჯგუფი

კვების პროდუქტები, უალკო-ჰოლო სასმელები, ალკოჰოლუ-რი სასმელები, თამბაქო, კავშირგაბმულობა, განათლება

50.0%

17.0%

20.6%

11.5%

2ჯგუფი

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საოჯახო საქონელი, სხვა საქონელი და მომსახურება

25.0%

17.0%

9.0%

18.5%

3 ჯგუფი

ბინა, წყალი, ელექტრო ენერგია, გაზი, საწვავავი, ტრანსპორტი, დასვენება, გართობა, კულტურა, ჯანდაცვა, სარესტორანო და სასტუმრო მომსახურება და სხვა

25.0%

66.0%

70.4%

70.0%

სქემა-2. სამომხმარებლო კალათის სტრუქტურა განვითარებულ ქვეყნებში

წყარო: ცხრილი და სქემა შედგენილიაავტორისმიერსხვადასხვაელექრონულირესურსების გამოყენებით: (rambler.ru);(scienceforum.ru).

შედარებისათვის საინტერესოა სხვადასხვა ქვეყნის სამომხმარებლო კალათის სტრუქტურის განხილვა (იხ. ცხრილი 5).

სამომხმარებლო ბიუჯეტის სტრუქტურაში ბინა, ტრანსპორტი, საწვავი, დასვენება, გართობა, კულტურა, სასტუმროს მომსახურება და ჯანდაცვა უდიდეს როლს თამაშობს, რადგან გერმანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ისინი შეადგენენ შესაბამისად 66.0%, 70.4% და 70.0%-ს. რუსეთში კი მისი წილი მხოლოდ 25.0%-ია. სამაგიეროთ რუსეთში საკვებისა და ალკოჰოლური/უალკოჰოლო სასმე­ლე­ბის წილი ყველაზე მაღალია (50%). ეს უკანასკნელი გერმანიაში 17.0%, აშშ-ში დაახლოებით 20.6%, დიდ ბრიტანეთში კი მხოლოდ 11.5%-ია. გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სხვადასხვა სერვისები და მასთან დაკა­ვშირებული პროდუქტები შესაბამისად 17.0% და 18.5%-ია. რუსეთში იგი 25%-ს, ხოლო აშშ-ში მხოლოდ 9.0%-ს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ხელფასი განისაზღვრება მრავალ ქვეყა­ნაში, მაინც არ არსებობს ერთიანი აზრი მის საერთო სახელმწიფო დონეზე საკანონ­მდებლო წესით დადგენასთან დაკავშირებით და შესაბამისად შრომის საერთაშო­რისო ორგანიზაციის N131 კონვენციის მოთხოვნები სრულდება არა ყველა სახელ­მწი­ფოს მიერ. მეცნიერთა ერთი ჯგუფის აზრით, მინიმალური ხელფასის საერთო სახელმწიფო დონეზე საკანონმდებლო წესით დადგენასთან დაკავშირებით მოსა­ლო­დნელია გარკვეული უარყოფითი ეფექტები, რომლებიც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ სამეწარმეო სუბიექტის საქმიანობის საერთო პროცესზე, მის ფინანსურ შედეგებზე, საერთო ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კერძოდ მათი აზრით: მინიმალური ხელფასის  დაწესების შედეგად იზრდება უმუშევრობა და შესაბამისად სიღარიბე; სუსტდება კონკურენცია შრომის ბაზარზე; რთულდება ფირმების დანახარჯების შემცირება; იზრდება ფასები და შესაბამისად ვითარდება ინფლაცია; ზარალდება როგორც მცირე, ისე მსხვილი ბიზნესი, უპირატესად კი მცირე ბიზნესი; მცირდება მოთხოვნას სამუშაო ძალაზე; გარკვეულწილად ხდება მოსახლეობის უღარიბესი ფენების დემოტივაცია და სხვა. მკვლევართა მეორე ჯგუფის მიერ განსაზღვრულია დადებითი შედეგები, რომელიც მიმდინარე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ეტაპზე, მინიმალურ ხელფასს შეუძლია შეასრულოს შრომის ბაზრისა და საერთო შრომითი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში (იხ. სქემა-3).

სქემა-3. მინიმალური ხელფასის დადებითი ეფექტები

 

       დასკვნები და რეკომენდაციები

       კვლევის შედეგების შეჯერების საფუძველზე შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი მნიშვნელოვანი დასკვნები:

1.მინიმალური ხელფასი განეკუთვნება იმ მინიმალურ სოციალურ სტანდარტს, რომელიც წარმოადგენს დაქირავებულ მომუშავეთა სოციალური დაცვის გარანტს. მასში პირდაპირ აისახება ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სოცია­ლური დაცვის დონე და ხარისხი. ამჟამად მსოფლიო ქვეყნების უმრავლესობას დადგენილი აქვს მინიმალური ხელფასი საკანონმდებლო წესით. შესაბამისად, ამ უკანასკნელის განსაზღვრა და რეგულირება განვითარებული ქვეყნების სამთავ­რობო და პროფკავშირული ორგანიზაციების მუდმივი ყურადღების ცენტრშია. თანამედროვე განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში მინიმალური ხელფასი დგი­ნ­დება ან მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის, საარსებო მინიმუმის განსა­ზღვრის, ან მინიმალური და საშუალო ხელფასების ურთიერთშესაბამისობის დადგენის გზით.

2.ეროვნული ტენდენციების გათვალისწინებით მინიმალური ხელფასის განსა­ზღვრის პრაქტიკა განვითარებულ ქვეყნებში სხვადასხვაგვარია: საკანონმდებლო-სამართლებრივი გზით; რეგულირება სამმხრივი კოლექტიური შეთანხმების საფუ­ძველზე, "ტრიპარტიზმის” პრინციპების გამოყენებით; რეგულირება სახელმწიფო ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოების მიერ.

3.მინიმალური ხელფასის კონკრეტული სიდიდე ეროვნულ დონეზე დგინდება ქვეყნის  შესაბამისი საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ცალკეულ დარგში ან რეგი­ონში კი იგი დგინდება მეწარმეთა კავშირებსა და პროფკავშირების წარმომა­დგენლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად და ასახვას პოულობს მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში.

4.მინიმალური ხელფასის განსაზღვრისას გაითვალისწინება შემდეგი ძირითა­დი ფაქტორები: მომუშავეებისა და მათი ოჯახის წევრების მოთხოვნილებები; ქვეყანაში ხელფასის საერთო დონე; ცხოვრების ღირებულება და მისი ცვლილება; ეკონომიკური განვითარების ფაქტორები; შრომის მწარმოებლურობის დონე და დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევისა და შენარჩუნების აუცილებლობა.

5.განვითარებული ქვეყნების, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტა­ტების ცალკეული კომპანიების საქმიანობის შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხელფასის წლიური და საშუალო ფონდი კომპანიებისა, აგრეთვე დასაქმების დონე უფრო სწრაფად იზრდება შტატებში, სადაც დგინდება მინიმალური ხელფასი, (http://fiscalpolicy.org/) ხოლო დიდი ბრიტანეთის ბაზრის ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ ფასები უფრო სწრაფად იზრდებიან მინიმალური ხელფასით რეგულირებად სექტორებში. Low Pay Commission კომპანიის კვლევებმა  კი აჩვენეს, რომ სამუშაო ადგილების შემცირების სანაცვლოდ დამსაქმებლებმა ამჯობინეს განაკვეთების, სამუშაო დროის შემცირება და შეაბამისად შრომის მწარმოებლუ­რობის ზრდის რეზერვების მოძიება.

6.ქვეყნებში, სადაც საკანონმდებლო წესით დგინდება მინიმალური ხელფასი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნორმების მიხედვით, მისი სიდიდე არ უნდა იყოს 3.0 აშშ დოლარზე ნაკლები საათში (ამერიკის შეერთებულ შტატებში 5.5 დოლარზე ნაკლები), რაც მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით უზრუნველ-ყოფს 10.0 ათასი კვტ. საათი ელექტრო ენერგიის ანაზღაურებას, 600 კილოგრამი პურის შეძენას თვის განმავლობაში (wikipedia.org). შედარებისათვის თუ ავიღებთ საქართველოს, ყველაზე მინიმალური ფასებისა და ტარიფების შესაბამისად (0.18041 ლარი 1 კვტ.საათი ელექტროენერგიაზე და 2.15 ლარი კილოგრამ პურზე) მინიმალური ხელფასი უნდა იყოს არა 20, 250 ან 550 ლარი, არამედ 3094.10 ლარი.

7.განვითარებული ქვეყნები ყურადღებას აქცევენ არა მარტო მინიმალური ხელფასის განსაზღვრას და მისი გარკვეული დონის დადგენას, არამედ ისინი ცხოვრების ღირებულებისა და ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად უზრუნველყოფენ მის პერიოდულ გადასინჯვას. უფო მეტიც კეთდება არა მარტო მისი ზრდის ტემპების დინამიკის, არამედ სხვა მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან თანაფარდობაში მისი შედარებითი ანალიზი. გადასინჯვის პროცეში ძირითადი კრიტერიუმებია: სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა, ინფლაციის ტემპები; საშუალო ხელფასის ზრდა, სამუშაო ძალის ბაზრის კონიუნქტურა; საერთო ეკონომიკური პირობები და სხვა. 

ლიტერატურა:

  1. აბესაძე რ. საქართველოს ეკონომიკის ინოვაციური განვითარების სტრა­ტე­­გიის ძირითადი მიმართულებები. ჟურნალი „ეკონომისტი“, N2, 2022 წელი. (tsu.ge);
  2. აბესაძე რ. გლობალიზაცია და პანდემიის ეკონომიკური პრობლემები. ჟურნალი „ეკონომისტი“, N2, 2020 წელი. (tsu.ge);
  3. ბედიანაშვილი. ბიჭია. ნაცვლიშვილი. სამეწარმეო აქტიურობის განვითარება, შრომის ბაზარი და უმაღლესი განათლების თანამედროვე გამოწვევები. ჟურნალი “გლობალიზაცია და ბიზნესი” N12, 2021 წელი. (eugb.ge). https://doi.org/10.35945/gb.2021.12.002;
  4. კაკულია., ლაზარაშვილი. ინსტიტუციური ტრანსფორმაცია და მისი გამო­წვე­ვები საქართველოში. Institutional transformation and its challenges in Georgia.pdf (tsu.ge);
  5. მექვაბიშვილი. კორონომიკური კრიზისის გამოწვევები მსოფლიოსა და საქარ­თვე­ლოსთვის. ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“. N1, 2021 წელი. Economics and Busi­ness (tsu.ge);
  6. პაპავა., ჭარაია. კორონომიკური კრიზისი და საქართველოს ეკონომიკის ზოგი­ერთი გამოწვევა. ექსპერტის აზრი. N136. საქართველოს სტარტეგიისა და საერთა­შორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. თბილისი. 2020 წელი. (gfsis.org);
  7. პაპავა. საქართველოს ეკონომიკა. რეფორმები და ფსევდორეფორმები. გამომცემ­ლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2015 წელი;
  8. ტუხაშვილი მ., ანანიაშვილი ი., ცარციძე მ., ლაცაბიძე ნ., შელია მ., ჭელიძე ნ. შრომის ბაზარი და დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაცია საქართველოში. პუბ­ლიკაცია მომზადებულია ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის „სარეინ­ტეგრაციო საქმიანობა საქართველოში“ მხარდაჭერით. „უნივერსალი“, თბილისი, 2012 წელი;
  9. ტუხაშვილი მ. „აუცილებელია საქართველოს შრომის ბაზრისა და მიგრაციის კომპ­ლექსური შესწავლა“, „მიგრაცია“ N2, თსუ გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი, 2008 წელი;
  10. ღაღანიძე. მსოფლიო ეკონომიკა პანდემიამდე, პანდემიის დროს და პან­დემიის შემდეგ.ჟურნალი „ეკონომიკა და ბიზნესი“, “Ekonomics and Busi­ness” ტომი XII, N2, 2020წ. გვ. 24. http://eb.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge;
  11. ცარციძე მ. მინიმალური ხელფასი საქართველოში. თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში". შრომების კრებული, 4 ნოემბერი, თბილისი 2022 წელი. ვ. 526-536. Microsoft Word - ????????????? ??????? 2022-4444.doc (tsu.ge)
  12. ცარციძე. უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში. მონოგრაფია.  თსუ-ის გამომცემლობა, თბილისი 2022 წელი;
  13. ცარციძე. სამუშაო ძალის კვლავწარმოება და შრომის ანაზღაურება ეროვნული შრომის ბაზრის ფორმირების პროცესში. მონოგრაფია, თსუ გამომცემლობა ცოდნისწყარო თბილისი 1999 წელი.  http://www.nplg.gov. ge/;
  14. ცარციძე. შრომის ბაზრის ფორმირება და სამუშაო ძალის კვლავწარმოება საქართველოში. სადოქტორო დისერტაცია. თსუ, 2004 წელი, თბილისი;
  15. ხარაიშვილი. საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმსაზ­ღვ­რელი ფაქტორები, ჟურნალი ,,ბიზნესი და მენეჯმენტი”, N2, 2010;
  16. Convention C131 - Minimum Wage Fixing Convention, 1970 (No. 131) (ilo.org);
  17. Federal and State Minimum Wage Rates. 2021. (thebalancecareers.com);
  18. List of countries by minimum wage - Wikipedia;
  19. Labor Law: Minimum Wage and Hour Laws - Employment Law Handbook;
  20. Minimum wage in Germany 2021 - current amounts and regulations! - InsideGermany;
  21. Minimum Wage Rates by State 2022 (minimum-wage.org);
  22. Minimum Wage in 2022: An Employer’s Guide to Fair Payment of Employees (completepayrollsolutions.com);
  23. National Minimum Wage Regulations & amendments (employment.gov.sc);
  24. Recommendation R135 - Minimum Wage Fixing Recommendation, 1970 (No. 135) (ilo.org);
  25. Silagadze Avtandil. Integration economic indicators of the EU and some issues of de­velopment of post-soviet countries–new associate members of the EU. Revista Mol­dove­nească de Drept Internațional și Relații Internaționale (3). pp. 78-83. ISSN 1857-1999. 2014. http://eprints.tsu.ge/id/eprint/1102;
  26. Shelia, M.Employers Demand on Labour Force in Georgia s Big Cities. Interdisciplinary Perspectives on Social Sciences. Cambridge Scholars Publishing, 2014/UK.pp.113-118.
  27. Tukhashvili M.  Georgian Labour Market in the condition of Political and Economic Crisis. In the book:Youth Employment: Challenges and Opportunites. Timisoara.Eurostampa, 2012;
  28. Tukhasvhili Mirian, Latsabidze Natela, Lobzhanidze Manana, Shelia Mzia.  Emigration Intentions Of Students Of Higner Education Institutions Of Georgia (Examples From Ivane Javakhishvili Tbilisi State University). European Journal of Humanities and Social Sciences. Scientific journal. Vienna. Premier Pubishing. №3 2018. P.132-140. ISSN 2414-2344. https://ppublishing.org/journals/769/;
  29. Tukhashvili M. Shelia M.New Trends of Student Migration in Georgia.Humanities & Social Sciences Review. December, 2019. p. 444-456;
  30. Tsartsidze M. Poverty and the Economic Development Factors in Georgia. «European Journal of Humanities and Social Sciences», Scientific journal, №1,  vienna 2016.
  31. U.S. Department of Labor. "Minimum Wage." Accessed Dec. 1, 2021. Minimum Wage | U.S. Department of Labor (dol.gov);
  32. БонвичиниР. Социальное партнерство и трудовые отношения в Европе. Приемлемы ли для России европейские модели? – М.: «Права человека», 2005. – С. 46-47. http://trudsud.ru/;
  33. Войтенкова Г.Ф. Основные принципы установления минимальной заработной платы в мировой практике // Общество и экономика. 1993. № 6. С. 84-85.
  34. Данилов А. А. Данилова В. А. Потребительские бюджеты и их значение для повышения уровня жизни населения (cyberleninka.ru);
  35. Минимальная зарплата в странах мира. Понятие минимальной зарплаты. https://visasam.ru/emigration/vybor/minimalnaya-zarplata-v-stranah-mira.html. 03.01.2022;
  36. Минимальная зарплата в 2022 году: размер и правила расчёта — СКБ Контур (kontur.ru);
  37. Минимальный размер оплаты труда — Википедия (wikipedia.org)
  38. На что тратят деньги в разных странах? https://www.the-village.ru/village/business/figures/234691-world;
  39. Непрожиточный минимум: что и почему входит в потребительскую корзину украинцев (for-ua.com);
  40. Роик В. Регулирование заработной платы – центральный вопрос социальной политики государства // Человек и труд. 2005. № 1. С. 55;
  41. Средние и минимальные зарплаты в Европе: уровень зарплат по странам Евросоюза и некоторым другим странам мира, таблицы зарплат на 2022 год. https://ru-geld.de/salary/europe.html;
  42. Цветков В. А. Елисеев Д. О. Особенности регулирования оплаты труда: Европейский опыт и российские реалии. Экономика труда и управление персоналом.https://cyberleninka.ru/article/n/osobennosti-regulirovaniya-oplaty-truda-evropeyskiy-opyt-i-rossiyskie-realii/viewer;
  43. Яблокова Ю.С. Курьянова Д.А. Потребительская корзина разных стран (scienceforum.ru); 

საკანონმდებლო ნორმატიული აქტები:

  1. საქართველოს შრომის კოდექსი. კანონი N4113. 17 დეკემბერი 2010 წელი. (matsne.gov.ge);
  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება N662 „საქართველოს შრომისა და და­საქმების პოლიტიკის 2019-2023 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაო­ბაზე“, ქ.თბილისი, 2019 წლის 30 დეკემბერი (matsne.gov.ge);
  3. საქართველოს კანონი N6819, „დასაქმების ხელშეყობის შესახებ“, თბილისი, 14 ივლისი, 2020 წელი. (matsne.gov.ge);
  4. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 4 ივნისის N351 ბრძანებულება "მინიმალური ხელფასის ოდენობის შესახებ“. https://matsne.gov.ge/ka/document/ view/ 112786?publication=0;
  5. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N192, 2002 წლის 22 აპრილი „მინიმალური ხელფასისა და საარსებო მინიმუმის თანაფარდობის გაუმჯობესების 2002-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/115780?publication=0.


[1]2015 წლის სექტემბრის მონაცემებით შსო-ს წევრი იყო 186 ქვეყანა. მათ შორის მინიმალური ხელ­ფასის მქონედ, მიმღებად განიხილებოდა მხოლოდ ის ქვეყნები, სადაც იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გავრცელდა კერძო სექტორზე, მათ შორის, კოლექტიური ხელშეკრულებების შესახებ კანონის შესაბამისად.

[2]X-ხელფასის თაობაზე არსებული მოლაპარაკებების დონე;

XX-ხელფასის თაობაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გამწყვეტი დონე;

XXX-ხელფასის თაობაზე მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი დონე.

[3]კეიცისინდექსი(ინგლ. Kaitz index)  არის ეკონომიკური ინდიკატორი, რომელიც წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ხელფასის თანაფარდობას გასაშუალოებულ (მედიანურ) ხელფასთან. რაც უფრო მაღალია კეიცის ინდექსი, მით მეტია მომუშავეთა წილი, რომლებიც იღებენ ხელფასს დადგენილ მინიმუმთან ახლოს.

[4]„დასაქმების ხელშეყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის  შესაბამისად (კანონი N6819, 2020) განისაზღვრა გარკვეული კავშირი საარსებო მინიმუმსა (სმ) და შრომის ანაზღაურების მინიმალურ დონეს შორის. კერძოდ, დადგინდა, რომ სრულგანაკვეთიანი სამუშაოს შესრულებისა­თვის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმს ორჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს.

[5]მედიანურ შემოსავალი არის ფულადი შემოსავლის ისეთი სიდიდე, რომელთან მიმართებაშიც მოსახლეობის 50%-ის საშუალო სულადობრივი შემოსავალი მასზე დაბალია, ხოლო დანარჩენი 50%-ის, მასზე მაღალი. ანალოგიური მიდგომაა მედიანურ ხელფასთან მიმართებაში. აღნიშნული მაჩვენებელის მიხედვით მომუშავეები იყოფა ორ თანაბარ კატეგორიად. პირველი ნახევარი ღებულობს მედიანურ ხელფასზე ნაკლებს, ხოლო მეორე ნახევარი მასზე მაღალ ხელფასს.